მხარდაჭერის სახლის გუნდი შედგება სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებისგან, რომლებიც უფროსი თაობის წარმომადგენლებს შინმოვლის მომსახურებას სთავაზობენ.
ავსტრიელმა სპეციალისტებმა გუნდთან ერთად ცალკეული შემთხვევები განიხილეს, შეაფასეს განხორციელებული სამუშაო და გაუზიარეს რეკომენდაციები, რომლებიც შინმოვლის სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ამ სერვისის მნიშვნელობისა და მისი პრაქტიკული გამოყენების შესახებ, განიხილეს შინმოვლაში ჩართული ოჯახის წევრების საჭიროებები და გამოწვევები. ავსტრიელმა ექსპერტებმა გააზიარეს რეკომენდაციები, რომლებიც ოჯახის წევრების მხარდაჭერის სერვისის ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.