თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ესაჭიროება ექთანი ბინაზე თბილისში, მხარდაჭერის სახლი გთავაზობთ პროფესიონალი და გამოცდილი ექთნების ადგილზე მომსახურების სერვისს.
ჩვენი მიზანია, პაციენტებმა მიიღონ უსაფრთხო, ხარისხიანი და კომფორტული სამედიცინო მომსახურება სახლიდან გაუსვლელად.
„მხარდაჭერის სახლის“ ექთანი გამოძახებით სერვისი ხელმისაწვდომია თბილისის მასშტაბით. მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ერთჯერადი ვიზიტის, ასევე მთელი დღის (12 საათი) მოვლის ფორმატში, პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.
ჩვენი პროფესიონალი ექთნები უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის საექთნო მომსახურებას როგორც ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ასევე ქრონიკული დაავადებების, ან ხანდაზმულთა მოვლისა და რეაბილიტაციის დროს.
ჩვენი ექთნები არიან კვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც მუდმივად გადიან დამატებით გადამზადებას და მუშაობენ თანამედროვე საექთნო სტანდარტების შესაბამისად. თითოეული ვიზიტი ორიენტირებულია პაციენტის უსაფრთხოებაზე, ღირსეულ მოპყრობასა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
თუ ეძებთ ექთანს ბინაზე თბილისში, საექთნო მომსახურებას სახლში, ან გჭირდებათ პროფესიონალი ექთნის გამოძახება, „მხარდაჭერის სახლი“ მზად არის უზრუნველყოს თქვენთვის ხარისხიანი და სანდო მომსახურება.