მონიტორინგის მიზანია შინმოვლის სერვისის ხარისხის გაუმჯობესება, სამუშაო პროცესის შეფასება და გუნდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
„მხარდაჭერის სახლის“ გუნდი უკვე წლებია შინმოვლის მიმართულებით მუშაობს. მისი მაღალკვალიფიციური გუნდი, რომლის საქმიანობაც ამჟამად გორის, დმანისისა და კასპის მუნიციპალიტეტებს მოიცავს, აერთიანებს ადამიანებს, რომელთათვისაც ხანდაზმულებზე ზრუნვა მხოლოდ პროფესიული მოვალეობის შესრულებით არ შემოიფარგლება. ეს არის ადამიანური თანადგომის, თანაგრძნობისა და ღირსებაზე დაფუძნებული ზრუნვის გამოხატულება.
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საკრებულომ და „სათნოების სახლმა“ საჩუქრები გადასცეს „მხარდაჭერის სახლის“ დმანისის ფილიალის შინმოვლის პროგრამის ბენეფიციარებს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა. პირველ ეტაპზე ეს გულისხმობს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების ჩართვას, რაც ხელს შეუწყობს „სოციალური ექთნის“ პროექტის დანერგვას და მის განვითარებას.
დღეს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღეა — დღე, როდესაც რწმენა, სიყვარული და იმედი კიდევ უფრო ახლოს მოდის ჩვენს გულებთან. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, დღეგრძელობას და ბედნიერ დღეებს. თქვენს ოჯახებში მუდამ ყოფილიყოს სითბო, სიყვარული და სიხარული.
ეს დღე განსაკუთრებული სითბოთი გვახსენებს სიკეთის, სიყვარულის, თანადგომისა და ადამიანებზე ზრუნვის მნიშვნელობას — იმ ღირებულებებს, რომლებსაც ყოველდღიურად ემსახურება „მხარდაჭერის სახლი“.
პროექტის ფარგლებში სოციალური ექთანი, როგორც შინმოვლის საკითხებში პროფესიონალი სპეციალისტი, ხანდაზმული ადამიანების ოჯახის წევრებსა და მეზობლებს გადასცემს პროფესიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
პროექტის ფარგლებში სოციალური ექთანი, როგორც შინმოვლის საკითხებში პროფესიონალი სპეციალისტი, მივა შესაბამის ოჯახებში და ახლობლებსა თუ დამხმარე პირებს გადასცემს იმ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ხანდაზმულ ადამიანზე სახლში ზრუნვისთვის
გუნდთან შეხვედრისას, რომელიც გაიმართა კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, განხილვის მთავარი თემა იყო ბენეფიციარების კონკრეტული შემთხვევები და მათზე ზრუნვის პროცესში არსებული საკითხები. საუბრისას გუნდის წევრებმა საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები გააზიარეს, მონიკა გუგერელმა კი მათ პრაქტიკული რეკომენდაციები მიაწოდა, რაც სერვისის შემდგომ განვითარებას და გუნდის პროფესიულ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ავსტრიელმა სპეციალისტებმა გუნდთან ერთად ცალკეული შემთხვევები განიხილეს, შეაფასეს განხორციელებული სამუშაო და გაუზიარეს რეკომენდაციები, რომლებიც შინმოვლის სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ამ სერვისის მნიშვნელობისა და მისი პრაქტიკული გამოყენების შესახებ, განიხილეს შინმოვლაში ჩართული ოჯახის წევრების საჭიროებები და გამოწვევები. ავსტრიელმა ექსპერტებმა გააზიარეს რეკომენდაციები, რომლებიც ოჯახის წევრების მხარდაჭერის სერვისის ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე განიხილეს ცალკეული შემთხვევები, შეფასდა გუნდის მუშაობა და აღინიშნა მომსახურების მაღალი ხარისხი. მონიკა გუგერელმა გუნდს ასევე გაუზიარა რეკომენდაციები, რომლებიც შინმოვლის სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
„მხარდაჭერის სახლში“ შინმოვლის მომსახურების გაციფრულების პროცესი გრძელდება! სისტემის პრაქტიკაში დანერგვისთვის თანამშრომლები ეტაპობრივად ეცნობიან მის შესაძლებლობებს და მუშაობენ ახალი ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკულ უნარებზე.
ვაგრძელებთ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას გაციფრულების მიმართულებით
მხარდაჭერის სახლი აგრძელებს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას გაციფრულების მიმართულებით.