ჩვენი ამბავი მრავალი წლის წინ იწყება. მაშინ, როდესაც მოსახლეობასთან პირისპირ მუშაობისას, აღმოვაჩინეთ, რომ ღირსეული დაბერების პროცესს არაერთი წინაღობა ხვდებოდა გზად. სწორედ ამ დროს განისაზღვრა ჩვენი უმთავრესი მიზანიც: ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დამოუკიდებელ და დღეგრძელ სიბერეზე ზრუნვა.
Საქართველო, მსგავსად ბევრი სხვა ქვეყნისა დგას მოსახლეობის სწრაფად დაბერების წინაშე. და ამ ფონზე, მრავალთაობიანი ოჯახური თანაცხოვრების მოდელი იშლება, ხოლო მშობლიური ქალაქებიდან და სოფლებიდან ახალგაზრდები გაედინებიან.
სახელმწიფო პროგრამები სრულად ვერ ფარავს ხანდაზმულთა საჭიროებებს და არ არის მათ ინტერესებზე მორგებული.
Ჩვენ ვმუშაობდით ორი მიმართულებით: ჯანსაღი დაბერების და შინმოვლის სერვისების უზრუნველყოფისთვის ორ რეგიონში, შიდა და ქვემო ქართლში.
Მხარდაჭერის სახლი ოფიციალურად დარეგისტრირდა 2023 წლის 8 აგვისტოს. Მიზნად დავისახეთ ხანდაზმულებისთვის შინმოვლის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, იქამდე, სანამ ვიდრე სახელმწიფო შეძლებს დაწყებული პროგრამის სრულად გაშლას მთელს ქვეყანაში და ისეთი ინკლუზიური სოციალური პირობების შექმნას, რომელიც გააუმჯობესებს ხანდაზმულთა მდგომარეობას ჩვენს საზოგადოებაში.
Სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნის შესაბამისად, მხარდაჭერის სახლი იყენებს შიმოვლის როგორც ქალაქის (დმანისში) ასევე სოფლის ( გორში) მოდელს.
Მხარდაჭერის სახლი ფუნქციონირებს გორისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, თუმცა ვეგმავთ გეოგრაფიული არეალის გაზრდას მომავალში.