ENG
მიზნები ხშირად დასმული კითხვები გუნდი

მხარდაჭერის სახლის შესახებ

ხანდაზმული ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ სოციალურ  ფენას განეკუთვნებიან საქართველოში და ხშირად განიცდიან სიმარტოვეს. ოჯახის წევრების, ძირითადად ახალგაზრდების რეგიონებიდან და ქვეყნიდან გადინების გამო,  მათ უწევთ მარტო გაუმკლავდნენ ყოველდღიურ საქმეებს და დამოუკიდებლად მოუარონ საკუთარ თავს. რისი შესაძლებლობაც ჯანმრთელობის და საყოფაცხოვრებო სირთულეების გამო არ აქვთ და საჭიროებენ მხარდაჭერას.

დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებში 2021 წლის ზაფხულში ჩამოყალიბდა „მხარდაჭერის სახლი“, რომელიც ოფიციალურად დააფუძვნა იგპ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობამ,, (საქართველო) და ჰილფსვერქ ინთერნეიშენალმა (ავსტრია)   2023 წლის 8 აგვისტოს. 

Მხარდაჭერის სახლი უფროსი თაობის წარმომადგენლებს სთავაზობს შინმოვლის მომსახურებას. პროფესიონალი სპეციალისტებისგან შემდგარი მობილური მოვლის ჯგუფები, ხანდაზმულ ადამიანებს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ემსახურებიან გორსა და დმანისში.

შინმოვლის გუნდის მიმართულებებია:

 

Პროექტის მიზანია, ხანდაზმულებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის საჭირო მომსახურებები. Ხელი შეუწყოს მათი უფლებების დაცვასა და განხორციელებას და ამ გზით, უზრუნველყოს მათი ღირსეული სიბერე.

გაზიარება:

ჩვენი მიზნები

  • მოვარგოთ საერთაშორისო გამოცდილება ადგილობრივ საჭიროებებს

  • გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და ცნობიერება შინმოვლის, ღირსეული დაბერების ირგვლივ

  • ჩავრთოთ და დავასაქმოთ ადგილობრივი მოსახლეობა

  • შევქმნათ ხარისხიანი, ცოდნაზე დაფუძნებული მომსახურება

  • დავეხმაროთ ბენეფიციარებს გააძლიერონ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარები

  • ხელი შევუწყოთ ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას

banner

პუბლიკაციები

გაეცანით ჩვენს პუბლიკაციებს და გაიგეთ მეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ.

ყველა

ხშირად დასმული კითხვები

რა მომსახურებებს სთავაზობს მხარდაჭერის სახლი ბენეფიციარებს?

საექთნო და ინდივიდუალური მოვლა;

სამედიცინო ზრუნვა;

ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა;

საყოფაცხოვრება საქმიანობაში დახმარება;

სხვადასხვა კერძო და საჯარო უწყებებთან კომუნიკაციაში დახმარება.

საქართველოს რომელ მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს მხარდაჭერის სახლი?

მხარდაჭერის სახლი ამ ეტაპზე საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში - დმანისსა და გორში ფუნქციონირებს.

როგორ დაგიკავშირდეთ?

შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონის ნომერზე: +995 599 900 444

ან მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: info@hosgeorgia.ge

სად მდებარეობს მხარდაჭერის სახლი გორში/დმანისში?

მხარდაჭერის სახლის მისამართებია:

გორი. ი.სუხიშვილის ქუჩა 63.

+995 599 077 621

დმანისი. თავისუფლების ხეივანი 2

+995 599 077 620

ჩვენი გუნდი

A
A
A
a
A