ENG

კონფერენცია ,,პროფესიონალური მომსახურებები ხანდაზმული პირებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში“

კონფერენცია ჩატარდა პროექტის „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ - ფარგლებში.

 პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) და განხორციელდა 2020-2023 პერიოდში, Hilfswerk international-ისა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა“ და „საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრთან“  პარტნიორობით საქართველოში.

 კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებისა და პარტნიორების ინფორმირებულობის გაზრდა პროექტის მიღწევების შესახებ და ცნობადობის ამაღლება იმ გამოწვევებზე, რომელსაც ხანდაზმული ადამიანები აწყდებიან სერვისების მიღებისას.

 გასული 30 თვის განმავლობაში, კარგად მომზადებული მულტიდისციპლინური გუნდები, შემდგარი: ექთნებისგან, მომვლელებისგან, ექიმებისგან და სოციალური მუშაკებისგან, აწვდიდნენ პროფესიონალურ ინტეგრირებულ საექთნო და სამედიცინო, ასევე საყოფაცხოვრებო და ფსიქო- სოციალურ სერვისებს 200-ზე მეტ ხანდაზმულ ადამიანს. რომლებსაც, საკუთარ სახლებში მოვლა ესაჭიროებოდათ.

 დამატებით, 160-ზე მეტი აქტიური უფროსი თაობის წარმომადგენელი ესწრება ფიზიკურ, კულტურულ და სოციალურ აქტივობებს ჯანსაღი დაბერების ცენტრებში, რომელიც იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა“-ს მიერაა დაფუძნებული გორში, დმანისსა და კაზრეთში.

ადგლობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოში ახლად წარდგენილი შინმოვლის სახელმწიფო პროგრამისა და ავსტრიის განვითარების ფონდის მხარდაჭერის წყალობით, მობილური ზრუნვისა და ჯანსაღი დაბერების სერვისები გაგრძელდება და უფრო მეტად გაფართოვდება სხვა მუნიციპალიტეტებშიც 2024 წელს.

კონფერენციის მონაწილეებმა, იმსჯელეს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე, შინმოვლისა და სხვა მხარდამჭერი სერვისების

მიწოდების მიმართულებით. საუბარი შეეხო ეროვნულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმას, რომელიც ხანდაზმულთა წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი უფლებების დაცვას ეხება. პრობლემებს, რომლებსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები ყოველდღიურად აწყდებიან არსებული სერვისების მიღებისას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, სახელმწიფო უწყებებისა და

არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

12 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, გაიმართა კონფერენცია: „პროფესიონალური მომსახურებები ხანდაზმული პირებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში“.

კონფერენცია ჩატარდა პროექტის „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ - ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) და განხორციელდა 2020-2023 პერიოდში, Hilfswerk international-ისა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა“ და „საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრთან“  პარტნიორობით საქართველოში.

კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებისა და პარტნიორების ინფორმირებულობის გაზრდა პროექტის მიღწევების შესახებ და ცნობადობის ამაღლება იმ გამოწვევებზე, რომელსაც ხანდაზმული ადამიანები აწყდებიან სერვისების მიღებისას.

 გასული 30 თვის განმავლობაში, კარგად მომზადებული მულტიდისციპლინური გუნდები, შემდგარი: ექთნებისგან, მომვლელებისგან, ექიმებისგან და სოციალური მუშაკებისგან, აწვდიდნენ პროფესიონალურ ინტეგრირებულ საექთნო და სამედიცინო, ასევე საყოფაცხოვრებო და ფსიქო- სოციალურ სერვისებს 200-ზე მეტ ხანდაზმულ ადამიანს. რომლებსაც, საკუთარ სახლებში მოვლა ესაჭიროებოდათ.

დამატებით, 160-ზე მეტი აქტიური უფროსი თაობის წარმომადგენელი ესწრება ფიზიკურ, კულტურულ და სოციალურ აქტივობებს ჯანსაღი დაბერების ცენტრებში, რომელიც იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა“-ს მიერაა დაფუძნებული გორში, დმანისსა და კაზრეთში.  ადგლობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოში ახლად წარდგენილი შინმოვლის სახელმწიფო პროგრამისა და ავსტრიის განვითარების ფონდის მხარდაჭერის წყალობით, მობილური ზრუნვისა და ჯანსაღი დაბერების სერვისები გაგრძელდება და უფრო მეტად გაფართოვდება სხვა მუნიციპალიტეტებშიც 2024 წელს.

გაზიარება:
A
A
A
a
A