მხარდაჭერის სახლი აერთიანებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებს და საერთაშორისო მიდგომებზე დაყრდნობით ზრუნავს უფროსი თაობის ადამიანებზე და ხელს უწყობს ქვეყანაში შინმოვლის სერვისების საკითხების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებას.
მხარდაჭერის სახლის გუნდი შედგება სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებისგან, რომლებიც უფროსი თაობის წარმომადგენლებს სთავაზობენ შინმოვლის მომსახურებას.
მხარდაჭერის სახლის გუნდი მუშაობს როგორც თბილისის ოფისში, ასევე 2 ფილიალში, რომლებიც მდებარეობს დმანისსა და გორში.
მობილური მოვლის ჯგუფში შედიან:
შინმოვლის გუნდის პროფესიონალები ეხმარებიან ბენეფიციარებს მათი ცხოვრებისეული რუტინის დამოუკიდებლად გამკლავებაში, მიუხედავად სირთულეებისა და უძლურებისა.
გუნდი ხელმძღვანელობს შინმოვლის ავსტრიული მოდელით და მუდმივად აახლებს საკუთარ ცოდნას ავსტრიელი და ქართელი ექსპერტების ჩართულობით.
მხარდაჭერის სახლის გუნდს, სურს წვლილი შეიტანოს ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რომლისთვისაც უფროსი თაობის ადამიანების პატივისცემა მხოლოდ სიტყვები არ არის. სადაც ესმით შინმოვლის არსი და ადამიანებს, ნებისმიერ ასაკში, აქვთ დამოუკიდებელი, ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების შესაძლებლობა.