საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა დგანან მოსახლეობის სწრაფად დაბერების წინაშე. მრავალთაობიანი ოჯახური თანაცხოვრების მოდელის დაშლის და მშობლიური ქალაქებიდან და სოფლებიდან ახალგაზრდების გადინების ფონზე. სახელმწიფო პროგრამები კი სრულად ვერ ფარავს ხანდაზმულთა საჭიროებებს და არ არის მათ ინტერესებზე მორგებული.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ხანდაზმულებისთვის შინმოვლის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში და წვილი შეიტანოს ისეთი ინლუზიური სოციალური პოლიტიკის ჩარჩოს შექმნაში, რომელიც გააუმჯობესებს ხანდაზმულთა მდგომარეობას საზოგადოებაში და უზრუნველჰყოფს მათი უფლებების რეალიზებას.