„მხარდაჭერის სახლში“ შინმოვლის მომსახურების გაციფრულების პროცესი გრძელდება! სისტემის პრაქტიკაში დანერგვისთვის თანამშრომლები ეტაპობრივად ეცნობიან მის შესაძლებლობებს და მუშაობენ ახალი ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკულ უნარებზე.
ამა წლის 26 აგვისტოს გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების შინმოვლის გუნდებისთვის მორიგი ტრენინგი ჩატარდა, რომლის შემდეგაც ერთთვიანი სატესტო რეჟიმი ამოქმედდება.
გაციფრულება მხოლოდ ჩანაწერების ელექტრონულ ფორმატში გადატანას არ ნიშნავს — ის თანამშრომლებს სამუშაო პროცესის უფრო მარტივად მართვაში, ინფორმაციის სწრაფად და ზუსტად აღრიცხვასა და დროის დაზოგვაში დაეხმარება. დაზოგილი დრო კი ჩვენს ბენეფიციარებზე ზრუნვას მოხმარდება.
ასე რომ, ტექნოლოგია ამ პროცესში შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელიც ეხმარება „მხარდაჭერის სახლს“ უკეთ უპასუხოს იმ ადამიანების საჭიროებებს, ვისთვისაც ყოველდღიურად ზრუნავს.