ENG

ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის Hilfswerk International Austria-ს ექსპერტებმა ნიკოლ მარია ბაუერმა და მონიკა გუგერელმა „მხარდაჭერის სახლის“ დმანისის ფილიალი მოინახულეს.

ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდნენ შინმოვლის გუნდის წევრებს, გაეცნენ მათი მუშაობის სპეციფიკას და ადგილზე დააკვირდნენ, როგორ ხორციელდება ბენეფიციარებისთვის საჭირო მომსახურების მიწოდება.

ავსტრიელმა სპეციალისტებმა გუნდთან ერთად ცალკეული შემთხვევები განიხილეს, შეაფასეს განხორციელებული სამუშაო და გაუზიარეს რეკომენდაციები, რომლებიც შინმოვლის სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე აღინიშნა გუნდის პროფესიონალიზმი, გულისხმიერი დამოკიდებულება და თითოეული ბენეფიციარის საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის მნიშვნელობა.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია  ADA - Austrian Development Cooperation (ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა).

შეხვედრას დაესწრო ADA - ს თბილისის ოფისის წარმომადგენელი ნინო ტოგონიძე.

ჩვენთვის ხარისხიანი ზრუნვა ნიშნავს მუდმივ განვითარებას, სწავლას და თითოეულ ბენეფიციარზე უკეთეს ზრუნვას!

გაზიარება:
A
A
A
a
A