მხარდაჭერის სახლის გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა. 2025 წლის აგვისტოდან, თეთრიწყაროსა და კასპის მუნიციპალიტეტებში ამოქმედდა შინმოვლის სერვისი.
მხარდაჭერის სახლის ახალ მუნიციპალიტეტებში ექთნები და მომვლელები გადამზადდნენ შინმოვლის ,,სოფლის მოდელის,, მიხედვით სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ. გარდა ამ მომზადებისა, მათ გაიარეს პრაქტიკული სწავლებები დმანისისა და გორის მხარდაჭერის სახლის გუნდთან ერთად,.
გორისა და დმანისის გამოცდილი კოორდინატორები ახალ ფილიალებს უწევენ ზედამხედველობას და უზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას. გუნდებს ასევე მუდმივად უწევს კონსულტაციას შინმოვლის ექსპერტი.
აღსანიშნავია, რომ წარმატებული თანამშრომლობა შედგა კასპის ადგილობრივ თვითთმართველობასთან. მხარდაჭერის სახლი გამოთქვამს იმედს, რომ ანალოგიური თანამშრომლობა წარიმართება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთანაც.
სოფლებში, სადაც შინმოვლის სერვისი ამოქმედდა, მომვლელები და ექთნები შეირჩნენ ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან. ისინი ხანდაზმულ ადამიანებს ეხმარებიან ყოველდღიურ აქტივობებში, პირადი ჰიგიენის, კვების, გადაადგილების და სამედიცინო მომსახურების მიმართულებით.
შეგახსენებთ, იმისთვის, რომ გავაგრძელოთ და გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობა - თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია!
დონაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://hosgeorgia.ge/ka/donation
თქვენი დახმარებით უფროსი თაობის წარმომადგენლებთან, ყოველდღიურად მიგვაქვს იმედი და მზრუნველობა!