სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი
ნეირობიოლოგია ამტკიცებს, რომ ტვინი განვითარებას და ახალი კავშირების შექმნას მთელი სიცოცხლის მანძილზე აგრძელებს. ანუ სწავლა, ახალი პროფესიის დაწყება, უცხო ენის შესწავლა, ახალი უნარები — ყველაფერი რეალურია ნებისმიერ ასაკში. ხომ გაგიგონიათ - ,,სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი,,
ამ პოსტში თავი მოვუყარეთ რამდენიმე საინტერესო და მაინსპირირებელ ფაქტს, რომელიც ხანდაზმულ ადამიანებს უკავშირდება:
- ყველაზე ასაკოვანი ბალერინა:
ბრიტანელი ბალერინა ჯოან კოლინზი 79 წლის ასაკშიც კი გამოდიოდა სცენაზე, დღეში ოთხ საათს ატარებდა რეპეტიციებზე და ამბობდა: "სხეული ბერდება, მაგრამ გული არასოდეს."
- წარმატებული ბიზნესი 65 წლის ასაკში:
ცნობილი სწრაფი კვების რესტორნების ქსელის KFC დამფუძნებელმა, ჰარლანდ სანდერსმა, ბრენდი 65 წლის ასაკში შექმნა.
კინო 82 წლის ასაკში:
ფრანგმა მსახიობმა ჟორჟეტ დუბუამ 82 წლის ასაკში მიიღო პირველი როლი ფილმში და გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხანდაზმული მსახიობი.
100 წლის მორბენალი:
ფოჯა სინგჰი, ინდოელი სპორტსმენი, გახდა მსოფლიოში პირველი 100+ წლის მორბენალი, რომელმაც სრული მარათონი გაირბინა 100 წლის ასაკში!