გუნდებთან ერთად განვიხილეთ მიმდინარე წელს მიღწეული შედეგები. ასევე, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების შინმოვლის გუნდებმა (ექიმებმა, ექთნებმა, მენეჯერებმა და ტექნიკურმა პერსონალმა) იმსჯელეს სერვისის განხორციელებისას არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.
დავაანონსეთ სამომავლო გეგმები, მათ შორის „არაფორმალური მზრუნველის“ მოდელის დანერგვა. ინიციატივა ითვალისწინებს ,,მხარდაჭერის სახლის“ მიერ მომსახურების არეალის გაფართოებას, ბენეფიციართა რაოდენობის ზრდას და ოჯახის წევრების უფრო აქტიურ ჩართვას ხანდაზმულთა ზრუნვაში - მათი შესაბამისი გადამზადების გზით. რაც ხელს შეუწყობს ხანდაზმულ ადამიანებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და სათანადო მოვლის უზრუნველყოფას