ENG

სიახლეები

„მხარდაჭერის სახლის“ შინმოვლის პროგრამის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში მორიგი მონიტორინგი ჩატარდა, რომელშიც მოწვეული ექსპერტი მონაწილეობდა.

02 ნოემბერი, 2026

მონიტორინგის მიზანია შინმოვლის სერვისის ხარისხის გაუმჯობესება, სამუშაო პროცესის შეფასება და გუნდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

იხილეთ მეტი
news image

ზრუნვისა და მხარდაჭერის საერთაშორისო დღე

29 ოქტომბერი, 2026

„მხარდაჭერის სახლის“ გუნდი უკვე წლებია შინმოვლის მიმართულებით მუშაობს. მისი მაღალკვალიფიციური გუნდი, რომლის საქმიანობაც ამჟამად გორის, დმანისისა და კასპის მუნიციპალიტეტებს მოიცავს, აერთიანებს ადამიანებს, რომელთათვისაც ხანდაზმულებზე ზრუნვა მხოლოდ პროფესიული მოვალეობის შესრულებით არ შემოიფარგლება. ეს არის ადამიანური თანადგომის, თანაგრძნობისა და ღირსებაზე დაფუძნებული ზრუნვის გამოხატულება.

იხილეთ მეტი
news image

ზრუნვა, ყურადღება და სითბო — ეს ის ღირებულებებია, რომლებიც თაობებს აერთიანებს!

28 ოქტომბერი, 2026

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საკრებულომ და „სათნოების სახლმა“ საჩუქრები გადასცეს „მხარდაჭერის სახლის“ დმანისის ფილიალის შინმოვლის პროგრამის ბენეფიციარებს.

იხილეთ მეტი
news image

„მხარდაჭერის სახლის“ თანამშრომლობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან გრძელდება.

19 ოქტომბერი, 2026

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა. პირველ ეტაპზე ეს გულისხმობს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების ჩართვას, რაც ხელს შეუწყობს „სოციალური ექთნის“ პროექტის დანერგვას და მის განვითარებას.

იხილეთ მეტი
news image

"მხარდაჭერის სახლი" გილოცავთ სვეტიცხოვლობას

14 ოქტომბერი, 2026

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღეა — დღე, როდესაც რწმენა, სიყვარული და იმედი კიდევ უფრო ახლოს მოდის ჩვენს გულებთან. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, დღეგრძელობას და ბედნიერ დღეებს. თქვენს ოჯახებში მუდამ ყოფილიყოს სითბო, სიყვარული და სიხარული.

იხილეთ მეტი
news image

წმინდა ლიას დღე

09 ოქტომბერი, 2026

ეს დღე განსაკუთრებული სითბოთი გვახსენებს სიკეთის, სიყვარულის, თანადგომისა და ადამიანებზე ზრუნვის მნიშვნელობას — იმ ღირებულებებს, რომლებსაც ყოველდღიურად ემსახურება „მხარდაჭერის სახლი“.

იხილეთ მეტი
news image

„მხარდაჭერის სახლის“ თანამშრომლობა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან გრძელდება

08 ოქტომბერი, 2026

პროექტის ფარგლებში სოციალური ექთანი, როგორც შინმოვლის საკითხებში პროფესიონალი სპეციალისტი, ხანდაზმული ადამიანების ოჯახის წევრებსა და მეზობლებს გადასცემს პროფესიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

იხილეთ მეტი
news image

„მხარდაჭერის სახლის“ თანამშრომლობა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასთან გრძელდება.

06 ოქტომბერი, 2026

პროექტის ფარგლებში სოციალური ექთანი, როგორც შინმოვლის საკითხებში პროფესიონალი სპეციალისტი, მივა შესაბამის ოჯახებში და ახლობლებსა თუ დამხმარე პირებს გადასცემს იმ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ხანდაზმულ ადამიანზე სახლში ზრუნვისთვის

იხილეთ მეტი
news image

ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის — Hilfswerk International Austria-ს კონსულტანტი მონიკა გუგერელი „მხარდაჭერის სახლის“ კასპის შინმოვლის გუნდის მუშაობას გაეცნო

18 სექტემბერი, 2026

გუნდთან შეხვედრისას, რომელიც გაიმართა კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში,  განხილვის მთავარი თემა იყო ბენეფიციარების კონკრეტული შემთხვევები და მათზე ზრუნვის პროცესში არსებული საკითხები. საუბრისას გუნდის წევრებმა საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები გააზიარეს, მონიკა გუგერელმა კი მათ პრაქტიკული რეკომენდაციები მიაწოდა, რაც სერვისის შემდგომ განვითარებას და გუნდის პროფესიულ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ მეტი
news image

ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის Hilfswerk International Austria-ს ექსპერტებმა ნიკოლ მარია ბაუერმა და მონიკა გუგერელმა „მხარდაჭერის სახლის“ დმანისის ფილიალი მოინახულეს.

17 სექტემბერი, 2026

ავსტრიელმა სპეციალისტებმა გუნდთან ერთად ცალკეული შემთხვევები განიხილეს, შეაფასეს განხორციელებული სამუშაო და გაუზიარეს რეკომენდაციები, რომლებიც შინმოვლის სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ მეტი
news image

„მხარდაჭერის სახლში“ ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე — „შინმოვლაში ჩართული ოჯახის წევრების მხარდაჭერის სერვისი“.

16 სექტემბერი, 2026

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ამ სერვისის მნიშვნელობისა და მისი პრაქტიკული გამოყენების შესახებ, განიხილეს შინმოვლაში ჩართული ოჯახის წევრების საჭიროებები და გამოწვევები. ავსტრიელმა ექსპერტებმა გააზიარეს რეკომენდაციები, რომლებიც ოჯახის წევრების მხარდაჭერის სერვისის ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ მეტი
news image

„მხარდაჭერის სახლი“ — გამოცდილება, ცოდნა და მუდმივი განვითარება!

14 სექტემბერი, 2026

შეხვედრაზე განიხილეს ცალკეული შემთხვევები, შეფასდა გუნდის მუშაობა და აღინიშნა მომსახურების მაღალი ხარისხი. მონიკა გუგერელმა გუნდს ასევე გაუზიარა რეკომენდაციები, რომლებიც შინმოვლის სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ მეტი
news image

გაციფრულების პროცესი გრძელდება!

26 აგვისტო, 2026

„მხარდაჭერის სახლში“ შინმოვლის მომსახურების გაციფრულების პროცესი გრძელდება!  სისტემის პრაქტიკაში დანერგვისთვის თანამშრომლები ეტაპობრივად ეცნობიან მის შესაძლებლობებს და მუშაობენ ახალი ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკულ უნარებზე.

იხილეთ მეტი
news image

გაციფრულების ტრენინგი

23 ივლისი, 2026

ვაგრძელებთ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას გაციფრულების მიმართულებით

იხილეთ მეტი
news image

გაციფრულების ტრენინგი

22 ივნისი, 2026

მხარდაჭერის სახლი აგრძელებს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას გაციფრულების მიმართულებით.

იხილეთ მეტი
news image
A
A
A
a
A